ბრაუნის მარტივი რეცეპტი

ჩემი სწორი კვების წესები დამავიწყა:) რეცეპტის ბლოკნოტში ჩაწერას გაზიარება ვამჯობინე.

სჭირდება:

450 გრამი კარაქი;

2 ჭიქა უშაქრო კაკაო (300 მლ ან 160 გრამი);

8 ცალი კვერცხი;

4 ჭიქა შაქარი  (600 მლ ან 520 გრამი)

2 ჭიქა ფქვილი  (300 მლ ან 200 გრამი)

2  ცალი ვანილის ფხვნილი;

შაქრის პუდრა გემოვნებით (აუცილებელი არაა. მე პუდრის გარეშე მომეწონა).

მომზადების წესი:

გავალღოთ კარაქი ქვაბში. გამლღვალში ჩავყაროთ კაკაო და კარგად მოვურიოთ. ამის შემდეგ გავაგრილოთ. გაგრილების შემდეგ ჩავყაროთ 8 კვერცხი და მოვურიოთ (მიქსერით მარტივია). დავუმატოთ ყველაფერი: შაქარი, ფქვილი, ვანილი და ისევ კარგად მოვურიოთ. ეს მასა დავასხათ კარაქწასმულ საცხობ ჭურჭელზე და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ღუმელი გახურებული უნდა 180 გრადუს ცელსიუსზე, ზემოთ/ქვემოთ (ორმხრივად) და ჩავრთოთ ვენტილატორიც). ვენტილატორის გარეშე უნდა გავახუროთ 200 გრადუს ცელსიუსზე. მომზადების დრო 30 წუთიდან 40 წუთამდე.

ძალიან გემრიელია;)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s