ხელის კრემი, რომლის ყიდვაც არ ღირდა

მიუხედავად იმისა, რომ პსპ-ს დაგროვილი ქულებით ვიყიდე, მაინც იმედგაცრუებული ვარ. ქულები (ფული) ტყუილად გადავყარე. ამ კრემამდე მქონდა “ბარხატნიე რუჩკი”, ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი ხელის კრემი, რომელიც არ არის ცუდი. თუმცა, ქულებიც მქონდა და უკეთესი კრემის ყიდვის სურვილიც და ასე ავარჩიე ქულებით საყიდელი კრემებიდან ეს. სხვათა შორის, კონსულტანტის რჩევის გათვალისწინებითაც. ორნაირი მქონდა ამ ფირმის ხელის კრემი (მათ შორის ის, რომელიც ვიყიდე) და ორივე ძალიან მომწონდაო. მოკლედ წარმოგიდგენთ ჩემს კრემს, რომელსაც ბევრჯერ ვისვამ დღეში, მაგრამ მაინც გამომშრალი და მოუვლელი მაქვს ხელის კანი და საკმარისია დავიბანო, ვხედავ რა საცოდავ დღეშიცაა (საპნის ან ჭურჭლის სარეცხი სითხის პრობლემა არაა) – ზიაიას ხელის კრემი:

tumblr_ondinfrcbz1qhzxopo1_1280

აღწერაში ქართულად უწერია: “ხელისა და ფრჩხილის კრემი აბრეშუმი. შეიცავს პროვიტამინ B5-ს. კვებავს და ატენიანებს ხელის კანს. აქვს სასიამოვნო სურნელი”. გერმანულ აღწერაში, გარდა იმისა, რომ კანს კვებავს, ატენიანებს, გამოშრობისგან იცავს და არბილებს, ისიც წერია, რომ სწრაფად შეიწოვება. მართალია, საკმაოდ სწრაფად შეიწოვება და კანი არ პრიალებს წასმის შემდეგ, მაგრამ ხელის დაბანის დრო რომ მოვა, მაშინ ხვდები რა შეიწოვა და რა არა. თითქოს რაღაც ბალზამი გისვია და დაბანისას გრძნობ, როგორ გშორდება. გაიმშრალებ თუ არა, მაშინვე ამჩნევ კანს სიმშრალეს. მოკლედ, კრემს რეალურად არ აქვს დამატენიანებელი/ მკვებავი მოქმედება – რამდენჯერაც არ უნდა წაისვა დღეში.

ამის გამო ზიაიას სხვა კრემების მყიდველიც აღარ ვარ. სახის გამწმენდი რძე/ტონიკი კიდევ შეიძლება..

One comment

  1. გეთანხმებით. “ბარხატნიე რუჩკი” ბევრად უკეთესია ზიაიას ხელის კრემზე. ასევე არ მომეწონა სახის დამატენიანებელი და ეგრედწოდებული გელი გამონაყარისთვის.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s