პანიკა პირველი მიმიკური ნაოჭების გამო?

შარშან ორი საკმაოდ ღრმა, გრძელი და გამოკვეთილი ხაზი დამაჩნდა ტუჩების კიდეების გარშემო. პირველად რომ შევამჩნიე, მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩაის სახლში, ძალიან გამოპრანჭული, მკვეთრი მაკიაჟით. შემთხვევით მოვკარი თვალი ჩემს თავს სარკეში და გული კინაღამ გამისკდა. მაკიაჟივით მკვეთრი იყო სიცილის შემდგომ შერჩენილი ეს ორი ნაოჭი. ცუდად გამოვიყურებოდი. განწყობა გამიფუჭდა და ასე გაგრძელდა დიდხანს. რამდენიმე თვის განმავლობაში მაკიაჟის გაკეთების სურვილიც აღარ მქონდა, მაგრამ მთლად უარესი – მაკიაჟის გარეშეც მეტყობოდა ეს ხაზები და ყოველ გაცინებაზე მახსენდებოდა (არადა ხშირად ვიცინი). მოკლედ, ეს იყო კატასტროფა ჩემთვის. 23-24 წლის ასაკში ნაადრევი სიბერის შიში გამიჩნდა. ისედაც სტრესულ პერიოდში უეცრად გამოჩენილმა ორმა ნაოჭმა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თავზარი დამატეხა. არც ვიცოდი რჩევა ვისთვის მეკითხა. ჩემი მეგობრები მაინცდამაინც ვერ ერკვევიან მსგავს საკითხებში, არც აქვთ ასეთი პრობლემები ჯერჯერობით. ვერც დედაჩემი ერკვევა. ცხიმიანი ტიპის კანი აქვს. მოკლედ, დავრჩი გუგლის იმედად და ეტყობა პანიკაში მყოფმა კარგად ვერც მოვძებნე პირველი მიმიკური ნაოჭებისგან თავის დაღწევის გზები. ვიყიდე ნუშის ზეთი, რომელსაც ყოველ საღამოს ვისვამდი პრობლემურ ადგილზე, მაგრამ შედეგი 0. ალბათ საკმარისად ძლიერად არ ატენიანებდა. ამის შემდეგ ვიყავი კლინიკა მედიში (კოსმეტოლოგთან უფასო კონსულტაცია მერგო საჩუქრად რომელიღაც აქციაზე) და ვთხოვე კოსმეტოლოგს რჩევა. პასუხად მარტო შემოთავაზება მივიღე მეზოთერაპიაზე. რამდენიმე პროცედურა უნდა ჩამეტარებინა. არ გავიკეთე იმიტომ, რომ პირველ რიგში, ვერ ვენდე კოსმეტოლოგს, რომელიც გაყიდვების მენეჯერივით მექცეოდა და მეორეც, არ მქონდა ამისთვის საკმარისი ფული. შეიძლება გამეკეთებინა რამდენიმე პროცედურა, მაგრამ 1-1.5-წელში ალბათ ვერ შევძლებდი განმეორებას (კლინიკა მედის ან მეზოთერაპიის მიმართ არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება, პიქირით!). ამიტომ ვთხოვე ერჩია კრემი, ან ეთქვა, რის მიხედვით ამერჩია, რომ გამეუმჯობესებინა სახის კანის მდგომარეობა და ნაოჭები შემემცირებინა/შემეჩერებინა (იმ დრომდე მაინც, სანამ მეზოთერაპიის ჩატარებას შევძლებდი). ამაზე მიპასუხა, რომ სახის კანი იმდენად ინდივიდუალურია, ვერაფერს მირჩევდა. ძალიან იმედგაცრუებული წამოვედი. ახლა ჩემს თვალში ის გოგო უვიცი და გულგრილია, კოსმეტოლოგი თუ კოსმეტო-დერმატოლიგი, რომელსაც კანის არაფერი გაეგება და მეზოთერაპიის თუ სხვა მსგავსი პროცედურების ჩატარების გარდა არაფერი შეუძლია. მახსენდება ჩემი თავი, რა დღეში ვიყავი იმ ორი ნაოჭის გამო, როცა მეგონა, რომ არასდროს მომშორდებოდა  და ძალიან მეცოდება.

მას შემდეგ გავიდა თითქმის ნახევარი წელი. ისე გავიდა ეს დრო, საერთოდ აღარ შემიმჩნევია ის ნაოჭები. თითქოს უკვალოდ გაქრა. და როგორ? ერთი ჩვეულებრივი იაფფასიანი სახის კრემის ყოველდღიური გამოყენებით. ამ კრემს მაინცდამაინც ვერ შევაქებ საერთო ეფექტით და რეკლამას ვერ გავუკეთებ, მაგრამ რაც მართალია, კანი კარგად დამიტენიანა და ამდენად დიდი პრობლემა მომიხსნა ისე, რომ აღარც გამხსენებია, როდესმე თუ მქონდა. ეს გამახსენდა მარტო ახლა, როცა თვალის გარშემოც მაქვს მსგავსი პრობლემა და დავმშვიდდი. მთავარია კარგი დატენიანება და კიდევ ერთხელ დატენიანება. ვისაც გაწუხებთ ადრეულ ასაკში პირველი მიმიკური ნაოჭები, პანიკაში ნუ ჩავარდებით. სასწრაფოდ იყიდეთ ძლიერი დამატენიანებელი კრემი და სისტემატურად გამოიყენეთ. სასურველია სახის გამწმენდსაც/ნიღაბსაც დამატენიანებელი ეფექტი ჰქონდეს. ყველაფერი მოგვარებადია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s