ფავორიტი მათეთრებელი კბილის პასტა

თეთრი კბილების გარეშე ყველანაირი მაკიაჟი, ვარცხნილობა და ტანსაცმელი აზრს კარგავს. რამდენადაც არ უნდა მოინდომო, მაინც ვერ მიიღებ ისეთ ეფექტს, როგორსაც თეთრი კბილებით მიიღებდი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. გამოპრანჭული და ლამაზი არ მგონია თავი, თუ კბილებს სითეთრის ნაცვლად კოფეინის შემცველი სასმელების სიყვარული ეტყობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბუნებრივად არც ისე თეთრი ემალი მაქვს. ასეთ შემთხვევაში, სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილების გათეთრება მშვენიერი იდეა იქნებოდა, თუმცა უსაფრთხო გათეთრება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მასზე ჯერჯერობით არ მიმიწვდება ხელი. ამიტომ, ვცდილობ უფრო ნაკლები დანახარჯებით და ზიანის მიყენების გარეშე გავითეთრო კბილები.  რა საშუალებები მრჩება?

1. კბილების პროფესიონალური წმენდა. კარგი და აუცილებელი რამეა კბილების მოვლისთვის, თუმცა სითეთრეზე დიდ გავლენას ვერ ახდენს;

2. სახლის პირობებში მომზადებული სოდიანი საშუალებები.  მე ამ საშუალებებს ვერ ვიყენებ. 1. ვერაფრით დავამუღამე ისე მოხმარება, რომ ღრძილები არ გამიღიზიანოს 2. ეფექტი არც ისე თვალშისაცემია 3. რაც შეიძლება შეამჩნიო, ძალიან მოკლევადიანია. ხოლო სისტემატურად სოდით კბილების ხეხვა არა მგონია ხელს უწყობდეს მათ სიჯანსაღეს. პირიქით. ამიტომ, ამ საშუალებების ცდას აღარ ვაპირებ;

3. დავრჩი კბილის პასტის იმედად. თავიდან ბლენდამედის მათეთრებლებს ვყიდულობდი. მათი ეფექტი მომწონდა, თუმცა დროთა განმავლობაში კბილებზე მგრძნობელობა მომემატა და იძულებული გავხდი გადავსულიყავი სენსოდინის მათეთრებელ კბილის პასტაზე.  სენსოდინმა მოლოდინი გაამართლა. სითეთრის ეფექტითაც აჯობა ბლენდამედს და მომატებული მგრძნობელობაც გამიქრო. თუმცა თითქმის ორმაგი ფასი აქვს, ვიდრე სხვა კბილის პასტებს. ამიტომ გადავწყვიტე 1 თვის განმავლობაში მაინც სხვა კბილის პასტაც მეცადა. არა ბლენდამედი ან ქოლგეითი, არამედ რამე ახალი. ქოლგეითის მათეთრებელი კბილის პასტაც  გამომიყენებია და ბევერლი ჰილსიც (Beverly Hills Formula), თუმცა ესენი ბლენდამედსაც ჩამორჩებიან.  ასე შევაჩერე არჩევანი საკმაოდ იაფიან SPLAT-ზე (Зубная паста ОТБЕЛИВАНИЕ ПЛЮС) 

68096

ამის გარდა ვიყიდე სხვა კბილის პასტაც კარიესის საწინააღმდეგო ღამით მოხმარებისთვის. SPLAT-ს ვიყენებ მხოლოდ დილით. ერთჯერადი მოხმარების მიუხედავად შედეგმა გამაოცა. არ ველოდი, რომ სენსოდინსაც აჯობებდა. ზედმეტი მგრძნობელობის საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს და მათეთრებელი ეფექტით ყველა კბილის პასტას მირჩევნია, რომელიც გამომიყენებია! მოკლედ, დიდ აღმოჩენად ვთვლი. ჩემს კმაყოფილებას  ბიუჯეტისადმი მეგობრული დამოკიდებულებაც ზრდის. თუმცა იმდენად მომწონს, უკვე უფრო ძვირადაც ვიყიდდი.

მეტი ინფოსთვის კბილის პასტაზე დააკლიკეთ ფოტოს. გამიხარდება, თუ ჩემი მიგნება ვინმეს გამოადგება 🙂

One comment

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s