Customer Talk: 3 საუკეთესო ახალი პროდუქტი ჩემს უჯრაში (კანის მოვლა, დატენიანება)

ჩემი მოთხოვნილებებისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პროდუქტს ორი მონაცემით ვაფასებ: 1. როგორ ასრულებს დანიშნულებას (რამდენად მიხდება); 2. ფასი. ექსპერტი თავის მოვლის საშუალებებში ნამდვილად არ ვარ. ყიდვამდე დიდხანს ვარჩევ  ხოლმე პროდუქციას. ვათვალიერებ ფორუმებზე გოგოების რჩევებს კოსმეტიკურ საშუალებებზე, ვკითხულობ თითოეული პროდუქტის შემცველობა–მოქმედებას. თავის მოვლისთვის გამოყოფილი ყოველთვიური ბიუჯეტი რომ მიწყობდეს ხელს, ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა არჩევანის გაკეთება. ფასი და ხარისხი უმეტესად ერთმანეთის შესაბამისია. რადგან ასე არ არის, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვიპოვო კარგი ხარისხის პროდუქცია დაბალ ფასად და გამოვიყურებოდე ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩემი ბიუჯეტით იქნებოდა წარმოსადგენი. ასეთი მონდომებით, ზოგჯერ ამართლებს ჩემი არჩეული საშუალებები, ზოგჯერ არა. ამ პოსტს ვუძღვნი 3 ახალ აღმოჩენას, რომლებიც 1. იდეალურად ასრულებენ თავის ფუნქციას (არც ერთი ცრუ წარწერა აღწერილობაში); 2. იდეალური ფასი აქვთ. ამაზე იაფად ან ასე იაფად ასეთი ხარისხის პროდუქტი არ შემხვედრია.

  1. Sebamed-ის ტანის რძე მგრძნობიარე, მშრალი კანისთვის. ატენიანებს, აცოცხლებს და არბილებს კანს. აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რის მისაღწევადაც ბევრის გამოყენება არაა საჭირო.  საკმაოდ დიდხანს გეყოფათ 200მლ–იანი.

0000141_body-milk-200ml

2. განახლება: 23/07/2017 ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ ბევრისთვის არ იქნება საკმარისი მაკიაჟის საფუძვლიანად მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში, სასურველია დამატებით გამწმენდი ტონიკის გამოყენება ან საერთოდ სახის დაბანა გამწმენდი ლოსიონით (მიკრო ნაწილაკების გარეშე).

—–

ziaja-ს გამწმენდი რძე (phyto active). შეიცავს ვიტამინ E-ს, პროვიტამინ B5-ს. აცილებს კანს ყოველდღიურ ჭუჭყს და მაკიაჟს. თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებლად გამოყენებაც შესაძლებელია, თუმცა არც ისე კარგი ეფექტი აქვს, როგორც სახეზე. კანს წმენდს, ატენიანებს და კვებავს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. ამიტომ მათ უფრო მოუხდება, ვისაც სისხლძარღვები ახლოს აქვს კანის ზედაპირთან, რის გამოც სახის ზოგიერთ მონაკვეთზე სიწითლე აწუხებს ან კანი უჭრელდება. ამ იაფფასიანმა საშუალებამ  მგრძნობიარე კანისთვის მართლა გამაოცა. სახის კანი ასეთი რბილი, გლუვი და დამშვიდებული დიდი ხანია არ მქონია. რა შედარებაა სხვა მსგავსფასიან გამწმენდ საშუალებებთან. ყველაზე უკეთესია. იდეალურია. 8 ლარამდე ღირს და ვფიქრობ, მინიმუმ 1 თვე მაინც მეყოფა.

 ziaja_phytoaktiv_cleansing_milk_200_ml

3. განახლება: 23/07/2017: ზეთის ფუძეზე დამზადებულ თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელ საშუალებებს შორის ნამდვილად ყველაზე უკეთესია, რაც გამომიყენებია. ვგულისხმობ მსგავსი ფასის პროდუქციას. თუმცა, ვერ ჩავთვლი საუკეთესო საშუალებად. ხშირად მრჩება მაკიაჟი; ზოგჯერ ზედმეტი მონდომებით თვალებიც გავიღიზიანე. მუქი წრეების შემცირებაზე რომ მიწერია ქვემოთ, არასწორი დასკვნაა. ალბათ, იმ პერიოდში სხვა მიზეზით შემიმცირდა. ჯერჯერობით ვერ ვიპოვე იდეალური პროდუქტი თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებლად. ახლა რამდენიმეს ერთად ვიყენებ. ივ როშეს ლოსიონი მაქვს მაკიაჟის მოსაშორებელი, რომელმაც შეიძლება ვერ მომაცილოს მაინც 100% და ამიტომ დამატებით მიცელარული წყლითაც ვიწმენდ. მეორე დღეს აუცილებლად მეტყობა, კარგად მქონდა თვალებიდან მაკიაჟი მოშორებული რომ დავიძინე, თუ არა.

————–

ნივეა, ნივეა. რა ტყუილად გლანძღავენ ხოლმე. ჩემი მე–3 პროდუქტი: ნივეას თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი. ფასი დაახლ. 8,50 ლარი. საფუძვლიანად აშორებს მაკიაჟს. დიდხანს გყოფნის. შეიცავს C ვიტამინს. არ ვიცი, ამის დამსახურებაა, თუ როგორ ახერხებს, რომ გარდა მაკიაჟისგან გაწმენდისა, თან თვალის ირგვლივ კანს მოუხდეს. საუკეთესო ეფექტი აქვს, თუ ამ საშუალებით გაწმენდის მერე რომელიმე თვალის ირგვლივ კანისთვის განკუთვნილ კრემს წაისვამთ. რამდენჯერმე გამოვიყენე და ვფიქრობ, ნამდვილად არ მეჩვენება, რომ თვალის გარშემო სიშავე შემიმცირდა.

tumblr_omc866u0yi1qhzxopo1_1280

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s