2 კვირის შედეგი: –1.5 კგ (დასაკლებია 8.5)

2 კვირისთვის –1,5 კგ არც ისე მაგარი შედეგია, მაგრამ 1) ეს მხოლოდ დასაწყისია, ეტაპობრივად გადადგმული ნაბიჯებით 2) 2 კვირაში 3–ჯერ დავუშვი გამონაკლისი დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრისას 3) ვარჯიში მარტო 1–2–ჯერ მოვახერხე. ამის მიზეზი ციკლიც იყო, ამიტომ ადვილად ვაპატიე ჩემს თავს.

დღეისთვის ასე გამოიყურება ჩემი მონდომებება დანარჩენი 8.5 კგ–ს დაკლებისთვის:

  1. შევცვალე ვარჯიშები. იმის გამო, რომ 15–წუთიან ჩემთვის საკმაოდ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს ვერ ვუძლებდი და 8 წუთზე მეტხანს ვერ ვქაჩავდი, ვერც ბევრ კალორიას ვწვავდი. ტონუსისთვის არა უშავდა და შეიძლება კიდეც გავიმეორო ხოლმე, მაგრამ ჩემი მიზნებისთვის ვამჯობინე უკეთესი ვარჯიშის მოძებნა. ასეთია ფიტნეს ბლენდერის Calorie Burning Low Impact Cardio Workout for Beginners – Recovery Cardio Workout with No Jumping,  რომელიც დასაწყისისთვის ძალიან მომეწონა. ვარჯიში 27 წუთს გრძელდება, წვავ 125–244 კალორიამდე და მშვენივრად ამუშავებ კუნთებს:

       

    2. არ ვჭამ სწაფი კვების ობიექტებში და სამსახურში სახლში მომზადებული საჭმელი მიმაქვს;

3. არ ვჭამ ტკბილეულს

    4. ვაკონტროლებ მიღებული კალორიების რაოდენობას.
    სასწორი –1.5 კგ–ზე მეტს არ მიჩვენებს, მაგრამ თავს უფრო დაკლებულად ვგრძობ. 🙂
    მოტივაცია 100/100.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s