Customer Talk: შამპუნი, რომელსაც აღარ ვიყიდი

ხვეული თმა მაქვს. ყოველთვის მიჭირდა და მიჭირს შამპუნის არჩევა. არც არჩევანია დიდი. რატომღაც, ქართულ ბაზარზე კონკრეტულად ხვეული თმისთვის განკუთვლილი შამპუნი/ბალზამი ძალიან ცოტაა, მიუხედვად იმისა, რომ საკმაოდ ბევრს გვაქვს ბუნებრივად ხვეული თმა. მოკლედ, მაგრად ვიტანჯები(თ) ამ დეფიციტით. პირდაპირ გეტყვით, “პანწენის” ხვეული თმის შამპუნი არ მიხდება. ყველა კონსულტანტი მაგისკენ მიმითითებს ხოლმე, როცა მხედავს, როგორ და რამდენ ხანს ვათვალიერებ შამპუნებს (ჩემს უშნოდ შეკრულ თმასაც შეამჩნევს თუ დამაკვირდება, ხვეულის გარდა ყველაფერი რომ ქვია მაგ მომენტში). გარდა ამ დეფიციტისა, ისიცაა პრობლემა, რომ ზოგადად არასწორად ესმით რა მოიაზრება ხვეული თმის მოვლაში და ეს ჰგონიათ მისი გასწორება. არ მინდა სწორი თმა. ხვეული თმა ჩემი ინდივიდუალურობის ნაწილად მიმაჩნია და კულულებით უფრო ბუნებრივად ვგრძნობ თავს. ამიტომაც ვეძებ მუდმივად კარგ შამპუნს მისთვის. ზოგჯერ მქონდა ასეთი მიგნება. მაგალითად, Sunsilk-ის ხვეული თმის შამპუნი, რომელიც აღარ იყიდება. ჰოდა ისევ ძიებაში ვარ. ბოლოს დავტესტე დიპლონას შამპუნი. დიდი იმედით და სიხარულით სავსე მოლოდინით ვიყიდე (პირველად და უკანასკნელად):your_oil-therapyშედეგი: თმას აკლია ყველაფერი, რაც შეიძლება აკლდეს: ბზინვარება, სირბილე, სიძლიერე. მტვრევადია, მცვივა, ადვილად იწეწება და დაელექტროებულია. თმის ცვენას და სიძლიერის არქონას ამ შამპუნს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მაგრამ სხვა დანარჩენის გამო ვუძღვნი ამ პოსტს. ცუდი გრძნობაა პროდუქტი რომ ასე გაგიცრუებს იმედს.

დღეს ვიყიდე Sunsilk პირველად მას მერე, რაც მისი ხვეული თმის შამპუნი გაქრა. “გაცოცხლებული და მკვრივი თმა”. ჩემს თმას გაცოცხლება ნამდვილად სჭირდება. ვნახოთ თუ მომიხდება.  შედეგს დავწერ. სანსილკის არჩევა გადამაწყვეტინა ძველმა გამოცდილებამ (ფასს ბევრად აღემატებოდა ხარისხი) და ფასმა. იმანაც, რომ დიდი არჩევანი  არ მქონდა და სიოსისკენ მიბრუნებას ისევ ახლის აღმოჩენა ვარჩიე. სიოსი მომწონს, მაგრამ მისი ხაზიდან ზოგი შამპუნი მაინცდამაინც არ მიხდება. რაც მიხდება, იმას თმა თითქოს ეჩვევა და დამთავრების მომენტში უკვე არც ეგ აღარ მიხდება. მოკლედ რა.:)

2 comments

  1. ხვეული თმა მაქვს მეც. და შენ ჩემო კარგო როგორც ჩანს თმის მოვლაზე ცოტა რამ იცი, შამპუნი მარტივი ასარჩევია, სხვა რაღაცეები სჭირდება კულულებს

    Like

    • კი, ცოტა რამ ვიცი. შამპუნს მაინც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მაგის გარდა ნიღაბიც მაქვს და თმის კრემიც. დიდად არც ერთი არ მომწონს. მაგრამ სხვა შამპუნით დაბანილზე ესენიც უკეთესად მოქმედებს. ხვეული თმის შამპუნის მიმართ მეტი მოთხოვნა მაქვს ვიდრე უბრალოდ შამპუნია. თუ აწერია, რომ უხდება ხვეულ თმას, გამოშრობის და ა.შ. საწინააღმდეგოა, ასეც უნდა იყოს, არა? ოდნავაც არ უმოქმედია ასე, თორემ იდეალურ ეფექტზე არ მაქვს საუბარი. თავი მოტყუებულად ვიგრძენი. შენ რას იყენებ?

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s