მიზანი: – 10 კგ. ნაბიჯი 1. უარი ტკბილეულს

dishcrumblecropb
Brown sugar apple crumble tart

პირველად ეს ნაბიჯი 2015 წელს გადავდგი და 15  თვის განმავლობაში უკან არც მომიხედავს. მერე სტრესის, ახალი წლის, ვირუსის, სიცხის და მსგავსი პერიოდების გავლენით ამოვვარდი რეჟიმიდან. რამდენიმე თვეა სტრესთან და უხასიათობასთან ერთად კგ–ებიც მემატება. ამას კატასტროფად ნამდვილად არ ვთვლი. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ვერ შევძელი მიზნისთვის მიმეღწია და ჩემი უარყოფითი ემოციების გამო უკან დავიხიე. რატომ მჭირდება აუცილებლად –10 კგ–ით ნაკლები ვიყო, ამას სხვა დროს დავწერ. ახლა მარტო იმას ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებად სწორ კვებას ვთვლი –  კვებას, რომლის პირველი წესიც ტკბილეულზე უარია.

რა იგულისხმება ტკბილეულში, რომელზეც უარს ვამბობ? ეს არის ნებისმიერი საკვები პროდუქტი შაქრის შემცველობით (მათ შორის დიაბეტური პროდუქცია), თავად შაქარი და შაქრის შემცველი სასმელები. იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე რთულად ხელმისაწვდომია 0 გრ.–შაქრიანი სიკეთეები, გამონაკლისად ვუშვებ შავ შოკოლადს (70%+) და მსგავს დიეტურ გემრიელობებს.

ჩემი ტკბილეულის მენიუ ძირითადად ასე გამოიყურება: ტკბილი ხილი, თაფლი, შავი შოკოლადი, ქიშმიში და ჩირის სხვადასხვა სახეობები. ძალიან გემრიელი კომბინაციების მოფიქრება შეიძლება.

10 კგ–ს დაკლებას  4 თვის განმავლობაში ვგეგმავ. პირველ 5 კგ–ს სავარაუდოდ მალე მოვიშორებ. ცოტა ხნის მომატებულია. უკვე მაბედნიერებს შედეგის წარმოდგენა!

მიხარია პირველი ნაბიჯის გადადგმულად ჩათვლა. ეს მტკიცე გადაწყვეტილება და ფსიქოლოგიური განწყობაა, რომელიც განსაღვრავს ჩემს შემდგომ გადაწყვეტილებებსა და სურვილებს. ესეც ასე.

ვინც ტკბილეულზე უარის თქმას არ აპირებს, რეცეპტების ლინკები აქვეა 😀

2 comments

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s