CV-ის გაგზავნის შემდეგ

jobs.ge-ზე კარგი ვაკანსია ვნახე,  ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ.

CV დიდი მონდომებით დავარედაქტირე, ამოვშალე ოჯახური მდგომარეობა “დასაოჯახებელი” (ვინმეს დებილი არ ვეგონო მაგ ჩანაწერის გამო და არ იფიქროს, თითქოს არ ვიცი, ოჯახური მდგომარეობა დისკრიმინაციის საფუძველიც რომ არის ხოლმე),  მოტივაციაც დავწერე და გავაგზავნე.

ვინმეს გჯერათ სივის გაგზავნით სამსახურის დაწყების? 300–400 ლარიანს არ ვგულისხმობ. აი, მინიმუმ 1000–ლარიანი ანაზღაურებით, როცა ე.წ. “რეკომენდატორი”(ასე ეძახიან ნაცნობს, რომელიც მუშაობის დაწყებაში გეხმარება. ძველ დამსაქმებელს ან ლექტორს არ ვგულისხმობ. “ნაცნობობით დასაქმება” და “ჩაწყობა” ხომ ცუდად ხვდება ყურს და დასაქმებულის შესაძლებლობებს, ცოტა არ იყოს, აკნინებს. ამიტომ ახალი სახელი დაარქვეს) არ გყავს. სანამ თვითონ არ დავიწყებ, მიჭირს დაჯერება. თუმცა, იქნება იშვიათი გამონაკლისები და ძალიან მინდა ამ გამონაკლისში მოვხვდე.

ამიტომ ვიწყებ გასაუბრებისთვის მომზადებას. ვკითხულობ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე, სადაც სივი გავაგზავნე და ყველაფერზე, რაც უკავშირდება ვაკანსიით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას.

არც ვიცი, დამირეკავენ და დამიბარებენ საერთოდ გასაუბრებაზე?

ვნახოთ.

–––

P.S. არ დამირეკეს.

 

2 comments

  1. სამუშაო ადგილს გააჩნია და იმას, თუ რა გევალება. და იმასაც, თუ რომელი უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული. პ.ს. არამგონია გამოცდილების გარეშე ეგრევე მიიღონ ვინმე მაღალანაზღაურებად სამსახურში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაც არ უნდა კარგი განათლება გქონდეს, რეალური გამოცდილება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ოდესმე გისწავლია: დედლაინები, სტრესი, საქმესთან გამკლავების უნარები და ა.შ. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ეს ჩემი აზრია 🙂
    ისე კი წარმატებას გისურვებ 😉 რა იცი, რა ხდება 🙂

    Like

  2. მადლობა! შენი კომენტარი პირველია ჩემს ბლოგზე 😊 ვიცი ვიცი. მეც ძალიან დაბალი ანაზღაურებით დავიწყე თავიდან. ახლაც ვმუშაობ. გამოცდილება მაქვს. უნიც კარგი. მოკლედ ვაკანსიის მოთხოვნებს ერთი შეხედვით ვაკმაყოფილებ. ბევრჯერ გამიგზავნია სივი ასეთ ვაკანსიებზე და არ დამკავშირებიან. ამ ორგანიზაციაში პირველად ვცადე და ვნახოთ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s