ვარჯიშის პირველი დღე: ჯერ Beginner-იც არ მქვია

გუშინ საღამოს ნერვებმოშლილმა და დავრდომილმა გადავწყვიტე 15 წუთი მაინც მევარჯიშა. ჩავიცვი სავარჯიშო ტანსაცმელი ( 1 წელზე მეტია რომ არ მცმია) და სახლში მოვძებნე იატაკზე დასაფენად ძველი სქელი ნაჭერი. პარალონი ჯერ არ მაქვს. ეს იყო ჩემი სასოწარკვეთის შედეგი. სასოწარკვეთის იმის გამო, რომ საკმაოდ სტრესული სამუშაო მაქვს, ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა, ბევრი სირთულის გადალახვა მიწევს, თავს ვერ ვუვლი ისე, როგორც მინდა, ჩემი ინტერესები იმდენად უკანაა გადაწეული უკვე წლებია, რომ აღარც ვიცი რა მაინტერესებს და იმდენად დაღლილი ვარ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სამსახურში წასაღებად ჯანსაღი საჭმლის მომზადებაც მეზარება. ფსიქოლოგიურად ვეღარ ვარ იმ მდგომარეობაში, სწორად რომ ვიკვებო (უარი ვთქვა მარტივად ხელმისაწვდომ გემრიელ Junk food-ზე) და ასე მოვიმატე 5 კგ 1 თვეში. შედეგად, 1 თვის წინ თუ უკანასკნელი 5 კგ–ს დაკლება მინდოდა (ჯამში საკმაოდ ბევრი მაქვს დაკლებული ბოლო წლებში და ეგღა მაშორებდა სასურველ წონასთან), ახლა 10 კგ მაქვს დასაკლები. მაგრამ წონა მეორეხარისხოვანია. მართლა. თავს ძალიან მძიმედ ვგრძნობ. ფიზიკურად სუსტად ვარ და ეს სიმძიმე მთელი დღის და ღამის განმავლობაში მაწუხებს. სწორედ ამიტომ შევძელი და ავდექი გუშინ სკამიდან, რომლის ფორმაც მივიღე ლამის და მტკიცე გადაწყვეტილების განხორციელება დავიწყე. ლამაზი და გამხდარი გოგო–ბიჭების იდეალისტური ფოტოები და ვიდეოები ჩემს მოტივაციაზე ვერ მოქმედებს. ჩემი მოტივაციაა ვიყო ჯანსაღ მდგომარეობაში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად და ვიყო პიროვნულად ძლიერი – შემეძლოს დავისახო მიზანი და მივაღწიო, ვიბრძოლო და რაც მთავარია, შემეძლოს ამ პროცესში თავი კარგად ვიგრძნო. ხოდა ასე, დავიწყე! კარგად მინდა ვიყო. ვარჯიში უნდა დამეხმაროს!

ოღონდ აღარც ვიცი საიდან მიწევს დაწყება. ეს Beginner დონეც არაა. სექტემბერში მოვსინჯე დილით სირბილის დაწყება და მიუხედავად 15–20 წუთიანი შესავლისა, მაინც ცუდად გავხდი. სტადიონზე ვიწექი ალბათ 10 წუთი და ადგომა მეშინოდა გონება რომ არ დამეკარგა. გულმა ვერ გაუძლო დატვირთვას. არადა 10 წუთიც არ მირბენია. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რა ცუდ ფორმაში ვარ და რამდენი ვარჯიში და მონდომება მჭირდება ნორმალურ მდგომარეობას რომ დავუბრუნდე.

იუთუბზე კარგ ვიდეოს მივაგენი. 15 წუთიანია. 10 წთ გავუძელი, მეტი ვერა. ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს 10 წუთი საკმარისი იყო ჩემთვის. კუნთებს დილით ვგრძნობდი. ოდნავ მტკივა. დღესაც ვაპირებ ვარჯიშს. პირველი ამოცანაა, 15 წუთი გავქაჩო და ასე ავიდე ჯერ Beginner-დონეზე. არაა ცუდი დამწყებობა.

ესეც ვიდეო

ვინმე ხომ არ შემომიერთდება და დაიწყებს ჩემთან ერთად?

One comment

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s